რუსებმა უკრაინაში ეუთოს მისიის 50-მდე მანქანა მოიპარეს
რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში ეუთოს სპეციალური სადამკვირვებლო მისიის 50-მდე მანქანა მოიპარეს და უკრაინის აღმოსავლეთით, დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიყვანეს. ამის შესახებ ეუთოს მუდმივი საბჭოს საგანგებო სხდომაზე, უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა საერთაშორისო ორგანიზაციებში, ევგენი ციმბალუკმა განაცხადა.
ციმბალუკი ამბობს, რომ რუსეთს მოპარული მანქანების გამოყენებით პროვოკაციების მოწყობა შეუძლია, რადგან თავს დაუსჯელად გრძნობს.