ინდოეთში გვამების კრემაციას ვერ აუდიან

04.05.21 12:49
ინდოეთში გვამების კრემაციას ვერ აუდიან

ინდოეთში მხოლოდ ერთ დღეში ახალი შტამით 357 ათასი ადამიანი დაავადდა, აქედან 3449 ადამიანი გარდაიცვალა, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირების მაჩვენებელი 20 მილიონზე მეტია, ინდოეთში კორონავირუსის ლეტალური შედეგი 222 408-ია.

სპეციალისტები აცხადებენ, რომ ქვეყანაში, სადაც 1,3 მილიარდი მოსახლეა აღრიცხული, ინფიცირების მაჩვენებელი გაცილებით დიდია. 

ინდოეთში აპრილის ბოლოდან დღემდე  ჰუმანიტარული დახმარების  17 პარტია ჩამოვიდა. ეს იყო მსოფლიოს 14 სახელმწიფოს დახმარება მედიკამენტებისა და სამედიცინო ტექნიკის სახით.

როგორც გაზეთი The Hindustan Times იუწყება, ინდოეთს ძირითადად ჟანგბადის ბალონებით, ანტივირუსული პრეპარატებითა და  ტესტებით ეხმარებიან. 

ინდოეთში გვამების კრემაციას ვეღარ აუდიან - წერს გამოცემა The Hindustan Times.