სააკაშვილი პოლიტპატიმარია და პუტინის გამარჯვების თავიდან ასაცილებლად დასავლეთმა ის უნდა გადაარჩინოს - ფორბსი
სააკაშვილი პოლიტპატიმარია და პუტინის გამარჯვების თავიდან ასაცილებლად დასავლეთმა ის ახლავე უნდა გადაარჩინოს! - სააკაშვილის სასამართლო სხდომამდე რამდენიმე საათით ადრე, ამ შინაარსის სტატიას "ფორბსი" აქვეყნებს.
გავლენიანი გამოცემა წერს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც თავისუფალი სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი მოკავშირეა, მოწამლეს.
სააკაშვილი კრემლის რისხვის მთავარი სამიზნეა, რადგან მან არაერთხელ ამხილა პუტინი, როგორც მსოფლიო წესრიგის ფუნდამენტური მტერი. ამას კი 2008 წელს, საქართველოში რუსეთის შეჭრა მოჰყვა. აუცილებელია საქართველოს ხელისუფლებაზე დაუყოვნებლივ ზეწოლა და მისი გადარჩენის კამპანიის გაძლიერება - წერს სტატიის ავტორი.
მესამე პრეზიდენტის სასჯელის გადავადების სხდომაზე კი ხვალ ვივა მედის ექთნებს გამოკითხავენ. მიხეილ სააკაშვილს სასამართლოში არც ამჯერად მიიყვანენ.