ჩვენმა ქვეყანამ დაამარცხა ნაპოლეონი და ჰიტლერი, შესაბამისად, ახლაც გამარჯვება ჩვენი იქნება - მედვედევი

21.01.23 16:34
ჩვენმა ქვეყანამ დაამარცხა ნაპოლეონი და ჰიტლერი, შესაბამისად, ახლაც გამარჯვება ჩვენი იქნება - მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი ტელეგრამზე წერს, რომ რუსეთ-უკრაინის ომში გამარჯვება რუსეთის იქნება.

ის ამბობს, რომ რუსეთმა თავის დროზე ნაპოლეონი და ჰიტლერიც კი დაამარცხა. 

ბორელი დამფრთხალი სახით. გამახსენდა, რომ ჩვენმა ქვეყანამ დაამარცხა ნაპოლეონი და ჰიტლერი. გაითვალისწინეთ, რომ ანალოგია მან თავად გააკეთა. შესაბამისად, უკრონელები და დასავლეთ ევროპა არიან რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლების პირდაპირი მემკვიდრეები. და შესაბამისად, მათთან ომი არის ახალი სამამულო ომი. და გამარჯვება ჩვენი იქნება. როგორც 1812 და 1945 წლებში", - წერს მედვედევი.