კიევში გაასამართლებენ 20 წლის ოკუპანტს, რომელმაც უკრაინელი ექთანი გააუპატიურა

22.01.23 10:25
კიევში გაასამართლებენ 20 წლის ოკუპანტს, რომელმაც უკრაინელი ექთანი გააუპატიურა

კიევის ოლქში რუს სამხედროს გაასამართლებენ, რომელიც მშვიდობიან მოსახლეობას ამცირებდა და შეურაცხყოფდა. 

გენერალური პროკურორის ოფისი იუწყება, რომ დამნაშავე 20 წლის სამხედრო, მე-15 მოტორმსროლელთა გვარდიელია, რომელიც წარმოშობით ვორონეჟიდანაა.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 8 მარტს აღნიშნულმა მოტორმსოლელთა ბრიგადამ კიევის დასახლებული პუნქტი დაიკავეს.

რუსმა სამხედროებმა მშვიდობიანი მოსახლეობის დაშაინება დაიწყეს. ოკუპაციის პირველივე დღეს მათ სოფლის მოსახლეობას მობილური ტელეფონები ჩამოართვეს. 10 მარტს რუსი სამხედროები ადგილობრივი ექთნის სახლში შეიჭრნენ. ოკუპანტებს ეჭვი ჰქონდათ, რომ მამააცი, რომელიც ექთანთან ერტად ცხოვრობდა, უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან თანამშრომლობდა. დამნაშავე სამხედრომ ის მუხლებზე დააყენა. ოკუპანტები მას ფეხებს ურტყამდნენ და თავს ზევით ესროდნენ. ქალი ყველაფრის შემსწრე აღმოჩნდა. ის გაკავებული ჰყავდათ.

მეორე დღეს იგივე რუსი სამხედრო ისევ მათ სახლში მივიდა, რომელსაც თან ექთნის ტელეფონი ჰქონდა და ამჯერადუკრაინის შეიარაღებულ ძალებთან თანამშრომლობაში ექთანი დაადანაშაულა. მან ქალი „საქმის გასარჩევად“ მიტოვებულ სახლთან გაიყვანა, სადაც ის გააუპატიურა, - იუწყება გენპროკურორის ოფისი.