გილოცავთ ერთიანობის დღეს, დიდება უკრაინას! - ზელენსკი

22.01.23 13:52
გილოცავთ ერთიანობის დღეს, დიდება უკრაინას! -  ზელენსკი

ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტმა თანამოქალაქეებს უკრაინის ერთიანობის დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ ერთიანობის გარეშე, ქვეყნის დამოუკიდებლობა ვერ შენარჩუნდება. 

დღეს უკრაინის ერთიანობის დღეა. ამ ისტორიულმა მოვლენამ უკრაინის მომავალ თაობას ორი სიბრძნე ასწავლა. პირველი, თუ ბრძოლას შეწყვეტ, ადრე თუ გვიან სახელმწიფოებრიობას დაკარგავ და მეორე, თუ ერთიანობა არ იქნება, დამოუკიდებლობას ვერ შეინარჩუნებ. პირველი სეიბრძნე ყოველთვის თან დაგვყვებოდა, 24 თებერვალს კი ვაჩვენეთ, რომ მეორე სიბრძნეც ვიცით. ეს ჩვენი ერთიანობის ახალი გამოწვევა გახდა. ეს მილიონობით ადამიანის ერთიანობაა, ჩვენი მიწების და ტერიტორიების ერთიანობაა. ყველა ოლქი მეზობელ ოლქს იცავს. უკრაინელებს სხვა მიწა, ქალაქი ან სოფელი არ აქვს. ეს ყველაფერი მშბლიურია, არ აქვს მნიშვნელობა, ნამყოფი ვართ რომელიმე ქალაქში თუ სოფელში. გილოცავთ ერთიანობის დღეს, დიდება უკრაინას!, - თქვა ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტმა. 

მსგავსი სიახლეები