ბრიტანეთის ექსპრემიერი უკრაინაში ჩავიდა - რაზე ისაუბრეს ზელენსკიმ და ჯონსონმა

22.01.23 20:38
ბრიტანეთის ექსპრემიერი უკრაინაში ჩავიდა - რაზე ისაუბრეს ზელენსკიმ და ჯონსონმა

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი უკრაინაში ჩავიდა. ბორის ჯონსონმა მიწასთან გასწორებული ბუჩა და  ბოროდიანკა მოინახულა, შეხვდა ვოლოდიმერ ზელენსკისაც.

მედიისთვის უცნობია რაზე ისაუბრეს ჯონსონმა და ზელენსკიმ, მაგრამ ბრიტანეთში უკვე ში-შობენ, რომ ყოფილი პრემიერის უკრაინაში ჩასვლა ახალი პრემიერის რიში სუნაკის ავტორიტეტს დააკნინებს.

უკრაინული მედია წერს, რომ ჯონსონის ვიზიტი  წინასწარ არ იყო დაგეგმილი.  თავად ექსპრემიერი აცხადებს, რომ კიევში უკრაინის პრეზიდენტის პირადი მიწვევით ჩავიდა.