ოკუპანტებმა ხარკოვში საცხოვრებელი სახლი და სასაფლაო დაბომბეს - დაღუპულია 67 წლის ქალი
ოკუპანტების მიერ ხარკოვის ოლქის დაბომბვას 67 წლის ქალი ემსხვერპლა. ინფორმაციას სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ავრცელებს.
ოლეგ სინეგუბოვის ცნობით, რუსი სამხედროების სამიზნე საცხოვრებელი კორპუსი და ასევე სასაფლაო გახდა.
ოკუპანტები ხარკოვის ოლქის მშვიდობიანი მოსახლეობის ტერორს განაგრძობენ. დღეს ( 22 იანვარს) დაახლოებით 14:30 საათზე სოფელ პეტროვკის დაბომბვას 67 წლის ქალი ემსხვერპლა, - წერს სინეგუბოვი.
მისივე ინფორმაციით, მტერმა სოფელს გირევ კაზაჩოკში ტანკებიდან სასაფლაო დაბომბა. დაზიანებულია საფლავები.