უკრაინამ ომი შესაძლოა, წელსვე მოიგოს - რა პირობებს ასახელებს ზელენსკი

23.01.23 12:29
უკრაინამ ომი შესაძლოა, წელსვე მოიგოს -  რა პირობებს ასახელებს ზელენსკი

პრეზიდენტ ზელენსკის მიაჩნია, რომ უკრაინამ ომში შესაძლოა, წელს გაიმარჯვოს, ამისთვის კი უკრაინელების ერთობაა საჭირო. 

ომის სწრაფად დასრულება რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული: უკრაინელების სიმტკიცესა და პარტნიორების დახმარებაზე. შიდა და გარეშე პროცესების შენელება დაუშვებელია, რადგან ეს ომის გახანგრძლივებას გამოიწვევს, - აღნიშნა ზელენსკიმ კიევის ნაციონალური უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას.