ჩინური კომპანიები რუსეთს ჯავშანჟილეტებით და ჩაფხუტებით ამარაგებენ - აშშ

24.01.23 13:19
ჩინური კომპანიები რუსეთს ჯავშანჟილეტებით და ჩაფხუტებით ამარაგებენ - აშშ

ჩინური კომპანიები რუსეთს ჯავშანჟილეტებით და ჩაფხუტებით ამარაგებენ. ინფორმაციას ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ავრცელებს.

აშშ-ს ხელისუფლება შეეცადა გაერკვია, ფლობდა თუ არა აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციას ოფიციალური პეკინი. პენტაგონის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის ცნობით, ჩინეთის მთავრობა გარიგებების შესახებ საქმის კურსშია და ამის აღსაკვეთად მათ კონკრეტული ზომები უნდა მიიღონ.

ცნობილია, რომ უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ჩინეთმა ნეიტრალური პოზიცია ოფიციალურად დააფიქსირა და მხარეებს მშვიდობიანი მოლაპარაკებისკენ მოუწოდა. 
 

მსგავსი სიახლეები