რუსეთმა ბოლო 24 საათში უკრაინის 8 ოლქი დაბომბა - არის მსხვერპლი

24.01.23 13:43
რუსეთმა ბოლო 24 საათში უკრაინის 8 ოლქი დაბომბა - არის მსხვერპლი

მძიმე ღამე უკრაინაში - რუსმა სამხედროებმა უკრაინის რვა ოლქი დაბომბეს.  დონეცკზე, ხერსონზე, ხარკოვზე, სუმზე, მიკოლაევზე, ჩერნიჰოვზე, ზაპოროჟიასა და ლუჰანსკზე მიტანილი სარაკეტო იერიშის შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი და დაშავდა ექვსი. 

დონეცკში დაბომბვას სამი სამოქალაქო პირი ემსხვერპლა, სამი კი მძიმედ დაიჭრა. 

ირკვევა, რომ ბოლო 24 საათში ხერსონის ოლქი ოლქი რუსმა სამხედროებმა 29-ჯერ დაბომბეს, MLR-ის ტიპისა და საარტილერიო ნაღმტყორცნების გამოყენებით. ხერსონში გარდაცვლილია 1 პირი. 

მძიმე ვითარებაა ხარკოვის ოლქში, ოკუპანტებმა კუპიანსკი გამთენიისას დაბომბეს, რამაც ხანძარი გამოიწვია. 

ზაპოროჟიეს რეგიონალური ადმინისტრაციის ცნობით,  24 დასახლებაში არსებული სამოქალაქო საცხოვრებლები დაიმომბა. 

სუმის ოლქში მომხდარ დაბომბვას ახალგაზრდა ქალის სიციცხლე ემსხვერპლა. არიან დაჭრილებიც. 

ლუჰანსკის ოლქში განადგურებულია 9 დასახლება. დაშავებულების შესახებ ინფორმაციას ჯერ არ ფლობენ.

მიკოლაევში და ჩერნევის ოლქებში დაბომბვის ხმა რამდენიმე საათის განმავლობაში ისმოდა. 

მსგავსი სიახლეები