უკრაინას უნდა მივაწოდოთ უფრო მეტი თანამედროვე შეიარაღება, რათა რუსეთი დაამარცხონ - იენს სტოლტენბერგი

პუტინი უკრაინაზე ახალ თავდასხმას ამზადებს - ამის შესახებ NATO-ს გენერალური მდივანმა ბრიფინგზე განაცხადა.
იენს სტოლტენბერგმა მოუწოდა მსოფლიო თანამეგობრობას, უკრაინას მიაწოდოს ყველაზე უფრო სრულყოფილი და თანამედროვე სისტემები, რათა მათ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და რუსული აგრესიის დამარცხება შეძლონ.
ჩვენ არ უნდა გავიმეოროთ შეცდომა, რაც რუსეთის ძალების არასწორი შეფასებისას დავუშვით. პუტინმა დაამტკიცა, რომ მზად არის, ამ უსამართლო ომში მაღალი ფასი გადაიხადოს. მან მოახდინა 200 ათასზე მეტი პირის მობილიზაცია და სხვა ავტორიტარული რეჟიმებისგან შეიარაღებასაც მიიღებს, ისეთებისგან, როგორიცაა ირანი და ჩრდილოეთ კორეა.
ყველაზე მთავარი კი ის არის, ვერ ვხედავთ იმის ნიშანს, რომ პუტინმა მიზანი შეიცვალა. მას კვლავ სურს უკრაინის კონტროლი და ახალ შეტევასაც გეგმავს.
ერთადერთი გზა ხანგძლივი მშვიდობისკენ არის, გავაგებინოთ პუტინს, რომ ის ბრძოლის ველზე დამარცხდება. ამ მიზნისთვის კი უკრაინას უნდა მივაწოდოთ ყველაზე უფრო მეტი და თანამედროვე, სრულყოფილი სისტემები, რათა მათ მოახერხონ რუსეთის არმიის შევიწროება და საბოლოო ჯამში გამარჯვება, წართმეული ტერიტორიები დაბრუნება.
უკრაინამ უნდა განაგრძოს ცხოვრება, როგორც ევროპის დამოუკიდებელმა და სუვერენულმა სახელმწიფომ - განაცხადა სტოლტენბერგმა.