ზელენსკი საკადრო წმენდას აგრძელებს - გათავისუფლებულია სამხედრო ადმინისტრაციის 5 ხელმძღვანელი

სახელმწიფო თანამდებობის პირებს ქვეყნიდან გასვლა მხოლოდ სამსახურებრივი მიზნით შეეძლებათ - ბრძანებას ხელი უკრაინის პრეზიდენტმა უკვე მოაწერა.
პრეზიდენტის ბრძანების თანახმად, ომში მყოფი ქვეყნის დატოვება აეკრძალათ მინისტრთა კაბინეტის წევრებს, მათ მოადგილეებს, აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალური ორგანოების ხელმძღვანელებსა და მათ მოადგილეებს.
უკრაინის პრეზიდენტმა დღეს მინისტრების 6 მოადგილესთან ერთად თანამდებობიდან გათავისუფლა სამხედრო ადმინისტრაციის 5 ხელმძღვანელი.
პოსტები დატოვეს:
- ოლექსი სობოლევი - ციფრული ტრანსფორმაციების საკითხებში უკრაინის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე;
- ვიაჩესლავ შაპოვალოვი - თავდაცვის მინისტრის მოადგილე;
- ვიტალი მუზიჩენკო - სოციალური პოლიტიკის მინისტრის მოადგილე;
- ივან ლუკერია - თემებისა და ტერიტორიების განვითარების საკითხებში მინისტრის მოადგილე;
- ვიაჩესლავ ნეგოდა - მინისტრის მოადგილე თემებისა და ტერიტორიების განვითარების საკითხებში;
- ანატოლი ივანკევიჩი - უკრაინის საზღვაო და შიდა წყლის ტრანსპორტისა და გადაზიდვების სახელმწიფო სამსახურის თავმჯდომარის მოადგილე;
- ვიქტორ ვიშნევი - საზღვაო და შიდა წყლის ტრანსპორტისა და გადაზიდვების სახელმწიფო სამსახურის თავმჯდომარის მოადგილე;
- ვალენტინ რეზნიჩენკო - დნეპროპეტროვსკის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;
- ალექსანდრ სტარუხი - ზაპოროჟიეს საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;
- ალექსეი კულება - კიევის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;
- დმიტრი ჟივიცკი - სუმის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;
- იაროსლავ იანუშევიჩი - ხერსონის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;
- კირილ ტიმოშენკო - ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე.