27 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ბილ გეითსი ცოლს გაშორდა

04.05.21 16:50
 27 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ბილ გეითსი ცოლს გაშორდა

მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, რომლის ქონება 124 მილიარდ დოლარს შეადგენს, 27 წლიანი ურთიერთობის შემდეგ ცოლს შორდება. ბილ გეითსი ტვიტერში წერს, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე ბევრი იფიქრა, თუმცა სხვა გამოსავალი ვერ მოძებნა.

ბევრი ვიფიქრეთ და  ვიშრომეთ ჩვენს ურთიერთობებზე, თუმცა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენს ქორწინებას დავარღვევთ.   მადლობა  მელინდას იმ 27 წლისთვის და გეიტსების ცნობილ ფონდში მუშაობისთვის, რასაც სავარაუდოდ, ერთად მომავალში გავაგრძელებთ. აღარ გვჯერა, რომ ერთად შევძლებთ გაზრდას, როგორც წყვილი, ჩვენი ცხოვრების შემდეგ ეტაპზე. ჩვენ ვითხოვთ სივრცეს და განმარტოებას ჩვენი ოჯახისთვის, რადგან ვიწყებთ ამ ახალ ცხოვრებაში ორიენტირებას - წერს ბილ გეითსი. 
 

"მაიკროსოფტის" დამფუძნებელი, ბილ გეითსი, პლანეტის უმდიდრეს ადამიანად ითვლებოდა, ვიდრე მას ,,ამაზონის" შეფმა, ჯეფ ბეზომ, არ გადაასწრო. გეითსის ქონებაზე ხუმრობდნენ კიდეც ,,მსოფლიოს 18 ქვეყანა მასზე მდიდარია". გეითსმა მომავალი მეუღლე, მელინდა,  სამსახურში გაიცნო, მათი ქორწინების ცერემონიალი კი ჰავაიზე შედგა. მათ 3 შვილი ჰყავთ. 

 

 


 



 

მსგავსი სიახლეები