აშშ უკრაინას 31 აბრამსის ტანკს გაუგზავნის - საუკეთესო საჩუქარი ბაიდენისგან ზელენსკის დაბადების დღეზე

25.01.23 21:17
აშშ უკრაინას 31 აბრამსის ტანკს გაუგზავნის - საუკეთესო საჩუქარი ბაიდენისგან ზელენსკის დაბადების დღეზე

აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გაიმართა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ უკრაინას 31 აბრამსის ტანკს გაუგზავნის.

ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის მხარდაჭერა, ეს მთელი სამყაროს ამოცანაა.

აშშ და ევროპა არიან სრულიად გაერთიანებულები. ამ დილით მე მქონდა საუბარი ჩვენს მოკავშირე „ნატოსთან“ და კანცლერ შოლცთან, პრეზიდენტ მაკრონთან, პრემიერ-მინისტრ სუნაგთან და იტალიის პრემიერ-მინისტრთან იმისთვის, რომ გავაჰგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა. რუსეთი ელოდება, რომ ჩვენ დავიშლებით, მაგრამ ჩვენ ვიქნებით გაერთიანებულები. უკრაინა ახლა ამზადებს კონტრშეტევას და იმისთვის რომ გაათავისუფლოს თავისი მიწა, ამისთვის მას სჭირდება ტანკები, ტექნიკა, ჯავშანი, რომ გაუმკლავდნენ რუსეთის აგრესიას. ჩემს უკან დგანან სამხედრო ძალების წარმომადგენლები რომლებიც ჩართულნი არიან ამაში. მინდა გამოვაცხადო, რომ აშშ გაუგზავნის უკრაინას 31 აბრამსის ტანკს. უკრიანა მიიღებს ყველანაირ აღჭურვილობას, რომ ეს ტანკები გაარემონტონ. ასევე იქნება დამატებითი განცხადებები, თუ რა შეიძლება მივაწოდოთ უკრაინას. მიხარია, რომ გერმანია უგზავნის უკრაინას ლეოპარდის ტანკებს. უკრაინის მხარდაჭერა, ეს მთელი სამყაროს ამოცანაა", - თქვა ჯო ბაიდენმა.

ბრიფინგის ბოლოს ამერიკის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკის დაბადების დღეც მიულოცა და თქვა, რომ უკრაინას მხარს დაუჭერს იმდენი ხნის განმავლობაში, რამდენიც საჭირო იქნება.

მსგავსი სიახლეები