მნიშვნელოვანი ნაბიჯია გამარჯვების გზაზე - ზელენსკი Abrams -ის გადაცემაზე

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს უკრაინაში 31 M1 Abrams-ის ტანკის გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილების გამო მადლობას უხდის.
„ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია გამარჯვების გზაზე“ - წერს ზელენსკი.
"მადლობა ამერიკელ ხალხს ლიდერობის მხარდაჭერისთვის. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია გამარჯვების გზაზე. დღეს თავისუფალი სამყარო გაერთიანებულია როგორც არასდროს საერთო მიზნისთვის - უკრაინის გათავისუფლებისთვის. ჩვენ წინ მივიწევთ",- დაწერა ზელენსკიმ "ტვიტერზე".
ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის Abrams-ის 31 ტანკის გამოყოფის შესახებ გუშინ განაცხადა.