უკრაინამ 24 ირანული კამიკაძე-დრონი ჩამოაგდო

26.01.23 10:50
უკრაინამ 24 ირანული კამიკაძე-დრონი ჩამოაგდო

უკრაინელებმა წუხელ რუსული ძალების მიერ გაშვებული 24 კამიკაძე-დრონი Shahed-136/131 ჩამოაგდეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

დრონების უმეტესებო ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში განადგურდა.

„24-ვე გაანადგურეს საზენიტო-სარაკეტო დანაყოფებმა, გამანადგურებელმა თვითმფრინავებმა და საჰაერო ძალების მობილურმა საცეცხლე ჯგუფებმა, უკრაინის თავდაცვის ძალების სხვა კომპონენტების საჰაერო თავდაცვის ნაწილებთან თანამშრომლობით“, - აცხადებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობაში.