გერმანული Leopard-ის ტანკები უკრაინაში უფრო სწრაფად ჩავლენ, ვიდრე ამერიკული Abrams-ები - კირბი
გერმანული "ლეოპარტის" ტანკები უკრაინაში უფრო სწრაფად ჩავა, ვიდრე ამერიკული "აბრამის" ტანკები - ამის შესახებ თეთრი სახლის წარმომადგენელმა, ჯონ კირბმა განაცხადა.
მისი თქმით, ამერიკული სამხედრო დახმარების უკრაინაში ჩასვლას "ბევრი თვე" დასჭირდება. ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, დასავლეთს სჯერა, რომ ამ დახმარებას შეუძლია მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა, რადგან ბრძოლები უფრო ძალადობრივი ხდება გაზაფხულსა და ზაფხულზე.
"ჩვენ მადლობლები ვართ, რომ გერმანელები აპირებენ დაუყოვნებლივ 14 მათგანის კონტრიბუცია მოხდეს, მაგრამ რომ ისინი აპირებენ იმუშაონ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, რომ შეადგინონ, მოგეხსენებათ, სრული ორტანკიანი ბატალიონი, ანუ დაახლოებით 60 ტანკი. და ისინი ძალიან, ძალიან კარგი ტანკებია და მართალი ხარ, უკრაინაში უფრო სწრაფად შეძლებენ ადგილზე შეღწევას, ვიდრე აბრამსი", - თქვა კირბიმ.