კიევში აფეთქებების ხმა ისმის
რუსეთი უკრაინაზე მასირებულ სარაკეტო შეტევას განაგრძობს - კიევში აფეთქებების ხმა ისმის. ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, აფეთქებები მოხდა დედაქალაქის დნეპრის რაიონში.
„აფეთქება კიევში! დარჩით თავშესაფრებში!" - წერს კიევის მერი სოციალურ ქსელში.