რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 30 რაკეტა ისროლა - არის მსხვერპლი

უკრაინის მთელ ტერიტორიაზეე ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები მთელი დატვირთვით ამუშავდა. ამ დროისთვის ქვეყნის თავდაცვის ძალები მტრის 30 რაკეტის მოგერიებას ცდილობენ. კიევში აგრესორების სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. უკრაინის დედაქალაქში მტრის 15 რაკეტა იქნა გაშვებული.
უკრაინის მთელს ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული. პრეზიდენტ ზელენსკის ოფისის წარმომადგენლის ინფორმაციით, რუსების რაკეტების ნაწილი უკვე ჩამოგდებულია.
რუსების სარაკეტო თავდასხმის გამო უკრაინის მთელ რიგ რეგიონებში ელექტროენერგიაა გათიშული.
ნიკოლაევის რაიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიტალი კიმის, ინფორმაციით, რაიონის ჩრდილო-დასავლეთით 2-მა რაკეტამ გადაიფრინა.
სარაკეტო თავდასხმების შესახენ ავრცელებს ინფორმაცია კრივოი როგის მერიც, ვილკუპი.
ანალოგიურ ინფორმაციას ავრცელებენ დნეპროიტეროვსკში, ოდესაში, ვინიცაში, კიროვოგრადში, ჟიტომირში.
უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, ბელორუსის აეროდრომ ,,მაჩულიშიდან" დაფიქსირებულია რუსული შორსმფრენიი რადიოლოკაციური თვითმფრინავის, А-50У-ს აფრენის ფაქტი.