კრემლის დიქტატორი ჩემთვის არავინაა, პუტინითან შეხვედრას არ ვაპირებ - ვოლოდიმირ ზელენსკი

26.01.23 14:35
კრემლის დიქტატორი ჩემთვის არავინაა, პუტინითან შეხვედრას არ ვაპირებ  - ვოლოდიმირ ზელენსკი

პუტინთან შეხვედრას არ ვაპირებს - ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ Sky News-თან ინტერვიუში განაცხადა.

ზელენსკის ინფორმაციით, რუსეთმა დაადასტურა, რომ უკრაინასთან მშვიდობიანი მორიგება მის ინტერესში არ შედის.

არ მაინტერესებს ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა, რადგან ის ვერ ხვდება, ვინ იღებს გადაწყვეტილებებს რუსეთში. 

უკრაინაში შეჭრის შემდეგ კრემლის დიქტატორი ჩემთვის არავინაა.  რუსეთის სარაკეტო თავდასხმები უკრაინაზე აჩვენებს იმას, რომ კრემლი ტყუის, როცა უკრაინასთან მოლაპარაკებისთვის მზადყოფნაზე ლაპარაკობს. 

მე მხოლოდ ის მსურს, რომ რუსებმა რაც შეიძლება, მალე დაასრულონ ომი და რაც შეიძლება, მალე დატოვონ ჩვენი ქვეყანა - განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი სიახლეები