კიევის ოლქში პოლიციამ რუსული რაკეტის ფრაგმენტები აღმოაჩინა

26.01.23 14:56
კიევის ოლქში პოლიციამ რუსული რაკეტის ფრაგმენტები აღმოაჩინა

კიევის ოლქში სამართალდამცველებმა რუსული რაკეტის ფრაგმენტები აღმოაჩინეს. აგრესორების სამხედრო დანაშაულების მტკიცებულებების შეგროვება გრძელდება. ამის შესახებ უკრაინის დედაქალაქის პოლიციის უფროსმა, ანდრეი ნებიტოვმა, განაცხადა. 

დარჩით თავშესაფრებში, კიევის პოლიცია განაგრძობს მტრის თავდასხმის შედეგების ფიქსაციას. რუსების რაკეტის ნამსხვრევები უკვე რამდენიმე რაიონში იქნა აღმოჩენილი. წინასწარი მონაწემებით, რუსების შეტევის შედეგად მსხვერპლი არ გვყავს. 

პოლიცია შემთხვევის ადგილების დათვალიერებას განაგრძობს და მოუწოდებს მოსახლეობას, საჰაერო განგაშის სიგნალის იგნორირება არ მოახდინონ. - წერს ტელეგრამ არხზე ნებიტოვი. 

დღეს დილიდან უკრაინაში საჰაერო განგაში გამოცხადდა. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე რუსმა აგრესორებმა 30 რაკეტა გაუშვეს. 

მსგავსი სიახლეები