დასავლეთის ქვეყნები უკრაინასთან კონფლიქტის მონაწილეებად იქცნენ - დიმიტრი პესკოვი

26.01.23 15:20
დასავლეთის ქვეყნები უკრაინასთან კონფლიქტის მონაწილეებად იქცნენ - დიმიტრი პესკოვი

ევროპის დედაქალაქებისა და ვაშინგტონის ქმედება აღიქმება, როგორც უშუალო მონაწილეობა ამ კონფლიქტში - კრემლის პრეს-სპიკერი ოფიციალური კიევის სტრატეგიულ მოკავშირეებს უკრაინის კონფლიქტში მონაწილე მხარედ მიიჩნევს.

ამის შესახებ დიმიტრი პესკოვმა ამერიკისა და გერმანიის მიერ უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების გადაცემის გამო განაცხადა. 

ევროპის დედაქალაქებიდან და ვაშინგტონიდან მუდმივად ისმის იმის შესახებ, რომ შეიარაღების სისტემების, მათ შორის ტანკების უკრაინისთვის მიწოდება არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს ამ ქვეყნებისა და ალიანსის ჩართვას საბრძოლო მოქმედებებში, რომელიც უკრაინაში მიმდინარეობს.

ამას კატეგორიულად არ ვეთანხმებით. მოსკოვში ყველაფერი, რასაც აკეთებენ როგორც ალიანსი, ისე ეს დედაქალაქები, აღიქმება, როგორც უშუალო მონაწილეობა კონფლიქტში - თქვა პესკოვმა.

აშშ-მა უკრაინას 31 Abrams-ის ტანკი გადასცა, ხოლო გერმანიამ 14 ,,ლეოპარდის" გადაცემაზე განაცხადა თანხმობა.