დაინგრა 5 სახლი და დაზიანდა 40 ავტომობილი - კიევის ოლქში რუსების შეტევის შედეგად მიღებულ ზარალს ითვლიან
რუსული დრონების ღამით შეტევის შედეგად კიევის ოლქში 5 საცხოვრებელი სახლი დაინგრა, ასევე დაზიანდა 7 ობიექტი და 40 ავტომობილი - ინფორმაციას კიევის ოლქის პოლიციის უფროსი, ანრეი ნებიტოვი, ავრცელებს.
,,შახიდების" ნაწილი ჩვენმა საჰაერო თავდაცვის სიტემამ ჩამოაგდო. ამ დროისთვის ჩვენ ვაფიქსირებთ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის შედეგად გამოწვეულ ზარალს.
აგრესორების შეტევის შედეგად დაინგრა 5 სახლი, 7 ობიექტი და ნაგებობა. ადამიანური ზარალი არ გვაქვს, დაზიანდა 40 ავტომობილი - განაცხადა ნებიტოვმა.
რუსმა აგრესორებმა უკრაინის მთელი რიგი რაიონების მიმართულებით რადაახლოებით 30 რაკეტა გაისროლეს, მიმდინარეობდა შეტევები დრონებითაც.
უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სამსახურმა რუსული რაკეტების უმრავლესობის გაუვნებელყოფა მოახერხა.