ტანკების შემდეგ NATO კიევისთვის სამხედრო თვითმფრინავების გადაცემის საკითხს განიხილავს

26.01.23 20:49
ტანკების შემდეგ NATO კიევისთვის სამხედრო თვითმფრინავების გადაცემის საკითხს განიხილავს

ამერიკული და გერმანული  საბრძოლო ტანკების  შემდეგ NATO კიევისთვის სამხედრო თვითმფრინავების გადაცემის საკითხს განიხილავს.

საუბარია ,,ეფ 16" ტიპის გამანადგურებლებზე, რომლის მიწოდების სურვილი უკრაინისთვის რამდენიმე ქვეყანამ უკვე გამოთქვა.  

დღეს რუსეთმა მასირებული სარაკეტო შეტევა განახორციელა უკრაინაზე. ოკუპანტებმა შავ ზღვაში განთავსებული გემებიდან და თვითმფრინავებიდან 55 რაკეტა ისროლეს, აქედან 47 უკრაინელებმა მოიგერიეს. საჰაერო შეტევა იყო ქვეყნის რამდენიმე ოლქსა და უკრაინის დედაქალაქზე.  

ავიაიერიშებს 11 ადამიანი ემსხვერპლა.

 

 

მსგავსი სიახლეები