კიევში ჩავიდნენ ამერიკელი აუდიტორები, რომლებიც აშშ-ს დახმარების ანგარიშგებას მოახდენენ - ნულანდი

27.01.23 10:14
კიევში ჩავიდნენ ამერიკელი აუდიტორები, რომლებიც აშშ-ს დახმარების ანგარიშგებას მოახდენენ - ნულანდი

აშშ-ს დახმარების გაკონტრილების მიზნით უკრაინაში ამერიკელი აუდიტორები ჩავიდნენ. ამის შესახებ აშშ-ს სახლმწიფო მდივნის მოადგილემ ვიქტორია ნულანდმა განაცხადა. 

ნულანდის განმარტებით, კიევში ამ კვირაში იმყოფებიან აუდიტორები, რომლებიც ამერიკული სამხედრო და ფინანსური დახმარების ანგარიშგებას მოახდენენ.

ადმინისტრაცია შემდეგში იზრუნებს, რათა დახმარებების არამიზნობრივი გამოყენება გამორიცხოს. ჩვენ ვთანამშრომლობთ მსოფლიო ბანკთან, Deloitte-თან და აშშ-ს სამთავრობო აუდიტორიის ჯგუფებთან, რომლებიც ამ კვირაში კიევში იმყოფებიან, - განაცხადა მან სენატში.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ასევე, იმ ზომებზეც ისაუბრა, რომელიც უკრაინაში კორუფციასთან ბრძოლას შეეხება.

უკრაინამ ეს ომი არა მარტო გადაიაროს, არამედ, იქიდან უფრო ძლიერი, „სუფთა“, დემოკრატიული და უფრო ევროპულიუნდა გამოვიდეს. სწორედ ამისთვის იბრძვიან უკრაინელი პატრიოტები. ამას არსებითი მნიშვნელობა აქვს აშშ-თვის და საერთაშორისო პარტნიორებისთვის, რომლებიც უკრაინას ეხმარებიან. პრეზიდენტ ზელენსკის გადაწყვეტილება, რომელიც ამ კვირაში კორუფციაში მხილებული ჩინოვნიკების გადაყენებას ეხება, ამ საკითხთან მიმართებაში უკრაინის მყარ პოზიციას ცხადყოფს, - აღნიშნა ნულანდმა.