გასულ 24 საათში ოკუპანტებმა უკრაინაში 70 რაკეტა გაუშვეს - არის მსხვერპლი

გასულ 24 საათში ოკუპანტებმა უკრაინაში 70 რაკეტა გაუშვეს, აქედან 47 საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
ოკუპანტებმა 70 რაკეტა გაუშვეს, აქედან 47 განადგურებულია. ასევე, რუსულმა არმიამ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სიტემებიდან 125 გასროლა განახორციელა, - ნათქვამია განცხადებაში.
გენშტაბი ასევე აღნიშნავს, რომ მტრის იერიშებს მშვიდობიანი მოსახლეობაც ემსხვერპლა. დანგრეულია სამოქალაქო ობიექტები. ამასთან, გენშტაბი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ უკრაინის მთელს ტერიტორიაზე საავიაციო თავდასხმების საფრთხე ისევ მაღალია.