ირანში აზერბაიჯანის საელჩოზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა - მოკლულია დიპმისიის თანამშრომელი
ირანში აზერბაიჯანის საელჩოზე თავდასხმა განხორციელდა. უწყებაში შეიარაღებული პირი შევარდა. ინციდენტის შედეგად დიპლომატიური მისიის დაცვის თანამშრომელი ორხან ასკეროვი დაიღუპა, კიდევ ორი ადამიანი დაიჭრა.
27 იანვარს დაახლოებით ბაქოს დროით 8:30 საათზე ირანში აზერბაიჯანის საელჩოს თავს დაესხნენ. „კალაიშნოკოვის“ ავტომატით სეიარაღებულმა პირმა დიპლომატიური მისიის დაცვის სამსახურის უფროსი მოკლა, - ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქემტა სამინისტროს განცხადებაში.
თავდამსხმელი უკვე დაკავებულია. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.