თავდამსხმელი საელჩოში ორ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად შეიჭრა - თეირანის პოლიცია

27.01.23 12:42
თავდამსხმელი საელჩოში ორ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად შეიჭრა - თეირანის პოლიცია

ირანში აზერბაიჯანის საელჩოზე თავდასხმასთან  დაკავშირებით თეირანის პოლიციამ განცხადება გაავრცელა.

პოლიციის უფროსის, ჰუსეინ რაჰიმის ცნობით, წინასწარი ინფორმაციით, თავდამსხმელი საელჩოში ორ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად შეიჭრა. დიპლომატიურ უწყებაში ის მეუღლეს ეძებდა, რომელიც, სავარაუდოდ, საელჩოში იმალებოდა. 

მისივე ინფორმაციით, პოლიციამ თავდამსხმელი ინციდენტისთანავე დააკავა, მისი დაკითხვა გრძელდება. მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

ადამიანმა, რომელმაც ცეცხლი გახსნა, ეს პირადი და ოჯახური პრობლემების გამო ჩაიდინა, - განაცხადა მან.
 

შეგახსენებთ, რომ ირანში აზერბაიჯანის საელჩოზე თავდასხმა განხორციელდა. შემთხვევა დღეს მოხდა. უწყებაში შეიარაღებული პირი შევარდა. ინციდენტის შედეგად დიპლომატიური მისიის დაცვის თანამშრომელი ორხან ასკეროვი დაიღუპა, კიდევ ორი ადამიანი დაიჭრა.