ირანში აზერბაიჯანის საელჩოზე თავდამსხმელი ტერორისტული ორგანიზაციის წევრია - ოფიციალური ბაქო

თავდასხმა ირანში აზერბაიჯანის საელჩოზე - ოფიციალური ბაქოს ინფორმაციით, თავდასხმაში ეჭვმიტანილია ირანის მოქალაქე, იასინ ჰუსეინზადე, რომელიც სპეცსამსახურებთან დაკავშირებული ტერორისტული ორგანიზაცია ,,ისლამის რევოლუციის მცველების" წევრია.
თეირანის პოლიციის ინფორმაციით, კი თავდამსხმელი საელჩოში მეუღლეს ეძებდა, რომელიც იქ იმალებოდა და მას ტერორისტულ ორგანიზაციასთან, ან სპეცსამსახურებთან კავშირი არ აქვს.
ოფიციალური ბაქოს განმარტებით, თეირანი ყველაფერს აკეთებს, რათა მათი ქვეყნის სპეცსამსახურებთან დაკავშირებული ტერორისტული ორგანიზაციიდან ყურადღება გადაიტანოს და საერთაშორისო საზოგადოებას ყალბი მოსაზრება შეუქმნას.
თეირანში მდებარე აზერბაიჯანის საელჩოზე თავდასხმა მოხდა. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილია დიპლომატიური მისიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ასევე დაჭრილია საელჩოს ორი თანამშრომელი, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
თავდამსხმელმა ცეცხლი ავტომატური იარაღიდან გახსნა. პოლიციამ ის უკვე დააკავა.
რა გახდა შენობაში შეჭრის მიზეზი - ეს ახლა დგინდება.