მოვითხოვთ ტერაქტის სწრაფ გამოძიებას და ტერორისტების დასჯას - ილჰამ ალიევი
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა საელჩოში გარდაცვლილი თანამემამულის ოჯახს თანაგრძნობა გამოუცხადა.
მტკიცედ ვგმობ ტერორისტულ აქტს, რომელიც დღეს თეირანში, ჩვენი საელჩოს წინააღმდეგ განხორციელდა.
ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ უფროსი ლეიტენანტის, ორჰან რიზვან ასკეროვის ოჯახისა და ახლობლების მიმართ, რომელიც საელჩოსა და მისი თანამშრომლების დაცვის უზრუნველყოფის დროს დაიღუპა. მოვითხოვთ ტერაქტის სწრაფ გამოძიებას და ტერორისტების დასჯას.
დიპლომატიურ წარმომადგენლობაზე ტერორისტული თავდასხმა დაუშვებელია - დაწერა ილჰამ ალიევმა ტვიტერზე.
ირანში აზერბაიჯანის საელჩოზე თავდასხმა დღეს დილას მოხდა.
ოფიციალური ბაქოს ინფორმაციით, თავდამსხმელი ირანულ სპეცსამსახურებთან დაკავშირებული ტერორისტული ორგანიზაციის წევრია.
ოფიციალური თეირანი აღნიშნულ ბრალდებას უარყოფს.