ოკუპანტებმა კონსტანტინოვკა დაბომბეს - გარდაიცვალა 3 და დაშავდა 2 ადამიანი
დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკაში რუსული ძალების მიერ დღეს დილით სარაკეტო იერიში განხორციელდა.
გარდაცვლილია სამი მშვიდობიანი მოქალაქე და დაშავაბულია სულ მცირე ორი ადამიანი.
ინფორმაციას უკრაინული მედია ამის შესახებ დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, პავლო კირილენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
„დღეს დილით კონსტანტინოვკაზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა სამი მშვიდობიანი მოქალაქე, სულ მცირე ორი კი დაშავდა“, - წერს პავლო კირილენკო.