ტერაქტების სერია ისრაელში - იერუსალიმში 2 დღეში სამი ტერაქტი განხორციელდა

29.01.23 10:22
ტერაქტების სერია ისრაელში - იერუსალიმში 2 დღეში სამი ტერაქტი განხორციელდა

ტერაქტების სერია იერუსალიმში - ტერორისტი რესტორანში შეიჭრა, ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლა და ადგილიდან მიიმალა. ინფორმაციას ტელეგრამ არხზე ისრაელის არმია ავრცელებს.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. პოლიცია და სამხედროები შემთხვევის ადგილს სწავლობენ.

ამასთან, 27 იანვარს, გვიან ღამით, ბოლო 12 წელიწადში იერუსალიმში ყველაზე დიდი ტერაქტი მოხდა. სინაგოგასთან სროლას 7 ადამიანი ესმხვერპლა. 

შემთხვევიდან რამდენიმე საათში, 28 იანვარს გამთენიისას, ისევ სროლა მოხდა. 13 წლის მოზარდმა ორი ადამიანი დაჭრა.
 

მსგავსი სიახლეები