ირანში უპილოტოებით თავს თავდაცვის სამინისტროს ქარხანას დაესხნენ

ირანის ქალაქ ისფაანში უპიტოლო საფრენი აპარატები თავს თავდაცვის სამინისტროს ქარხანას დაესხნენ, რომელიც საბრძოლო მასალებს აწარმოებდა. ინფორმაციას ირანული გამოცემა Iribnews ავრცელებს.
პოლიტიკური უსაფრთხოების ხელმძღვანელის მოადგილის, მუჰამედ რეზა ჯან ნიშარის თქმით, ქარხანაზე თავდასხმა წარუმატებელი იყო.
პროგნოზების და იმ თავდაცვითი ზომების წყალობით, რომელიც წინდაწინ იყო მომზადებული, ერთ-ერთი უპილოტო საფრენი საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო, დანარჩენი ორი კი გაანადგურა, - განაცხადა მან.
ჩინოვნიკის თქმით, ძალვანი სტრუქტურები თავდასხმაში მონაწილე პირების დადგენას ცდილობენ.