აშშ-მა უკრაინას Bradley-ს 60 საბრძოლო მანქანა გაუგზავნა

31.01.23 10:14
აშშ-მა უკრაინას Bradley-ს 60 საბრძოლო მანქანა გაუგზავნა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში 60 ერთეულზე მეტი Bradley-ს საბრძოლო მანქანა გაგზავნა, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების სატრანსპორტო სარდლობა იტყობინება.

მათივე ინფორმაციით, ტვირთმა ჩრდილოეთ ჩარლსტონის სანაპიროები გასულ კვირას დატოვა.

" Bradley არის ძალიან ძლიერი მანქანა, რომელსაც ჩვენ ვაძლევთ უკრაინელებს. ვიმედოვნებთ, რომ ეს გაზრდის მათ შესაძლებლობებს, რათა უზრუნველყონ ბრძოლის ველზე წინსვლა და დაკარგული პოზიციების დაბრუნება", - განაცხადა აშშ-ის საჰაერო ძალების გენერალმა, ჟაკლინ ვან ოვოსტმა.

მსგავსი სიახლეები