გლოვა პაკისტანში - მეჩეთში აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 90-მდე გაიზარდა

31.01.23 12:15
გლოვა პაკისტანში - მეჩეთში აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 90-მდე გაიზარდა

პაკისტანში, მეჩეთში აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 90-მდე გაიზარდა. ამის შესახებ პადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით პაკისტანის რადიო იუწყება. საავადმყოფოში რჩება ასამდე დაშავებული. ფეშავარის პროვინციაში გლოვა გამოცხადდა.

30 იანვარს მეჩეთში, სადაც შუადღის ლოცვის გამო ასეულობით ადამიანი იმყოფებოდა, თავი თვითმკვლელებმა აიფეთქეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.