უკრაინელი დეპუტატი რუსებთან თანამშრომლობდა - მაღალჩინოსანი დაკავებულია
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა ოპოზიციური პლატფორმა "სიცოცხლის" წევრი, რომელიც მუშაობდა რუსეთის დაზვერვაში უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში. ამის შესახებ SBU-ს პრესსამსახური იტყობინება და დაკავების ამსახველ ფოტოსაც ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, 2022 წლის ოქტომბრიდან ის აგროვებდა ინფორმაციას ბახმუტის ტერიტორიაზე თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების განლაგების შესახებ.
მან ასევე გადასცა ადგილობრივი კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების კოორდინატები, მათ შორის ელექტროენერგიის წარმომქმნელი საწარმოები. ამ მონაცემებით, დამპყრობლებმა უკრაინის ქალაქებზე მიზანმიმართული სარაკეტო დარტყმები განახორციელეს.
სასამართლომ დეპუტატს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.