არ გამოვრიცხავ, პუტინმა ომის წლისთავს დაამთხვიოს და უკრაინაზე მასშტაბური შეტევა განახორციელოს - დანილოვი

უკრაინა რუსეთის მხრიდან სერიოზული ესკალაციისთვის ემზადება, რომელიც შესაძლოა, უახლოეს ორ-სამ კვირაში დაიწყოს. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი ბრიტანულ ტელეკომპანია Sky News-სთან საუბარში აცხადებს.
დანილოვი არ გამორიცხავს, რომ რუსეთის პრეზიდენტი პუტინი უკრაინაზე მასშტაბურ შეტევას უკრაინაში შეჭრის წლისთავისთვის გეგმავდეს.
24 თებერვალს ერთი წელი გადის, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.