,,შანელი N 5" და ,,კრასნაია მასკვა" ანალოგიური არომატის ბაზაზე შეიქმნა - გერმანელი ისტორიკოსი

05.05.21 14:57
,,შანელი N 5" და ,,კრასნაია მასკვა" ანალოგიური არომატის ბაზაზე შეიქმნა - გერმანელი ისტორიკოსი

ეს ყველაფერი შემთხვევითობას ჰგავს - ასე იწყებს ისტორიკოსი კარლ შლეგელი თავის წიგნს ,,იმპერიის არომატი" . ის  აღნიშნავს, რომ ორივე სუნამოს დაბადება რუსეთს უკავშირდება, რადგან მათი შემქმნელები, პარფიუმერები ერნესტ ბო და ავგუსტ მიშელი,  რუსეთში მოღვაწეობდნენ. რევოლუციის შემდეგ ერნესტ ბო საფრანგეთში გადავიდა და 1920 წელს კოკო შანელთან ერთად დასავლეთის ახალი არომატი შექმნა. ავგუსტ მიშელი კი რუსეთში დარჩა და 1925 წელს ქარხანა Новая заря-ში საბჭოთა კავშირის სურნელების სიმბოლო-Красная Москва -ს სუნამო გამოუშვა.

კარლ შლეგელი ამტკიცებს, რომ ამ 2 სუნამოს შემქმნელები რუსეთში მე - 19-ე საუკუნის 20-იან წლებში მოღვაწეობდნენ და ერთმანეთს იცნობდნენ. სპეციალისტთა ჩვენებაზე დაყრდნობით ისტორიკოსი ამტკიცებს, რომ ორივე სუნამოს ბაზისი იყო რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინე მეორეს საყვარელი არომატი.

ამ სუნამოების 1913 წლის ეგზემპლიარი დღეს არ არსებობს, ამიტომაც ქიმიკოსებს უჭირთ კარლ შლეგელის თეორიის დამტკიცება. თუმცა ფაქტია რომ ერნესტ ბო და ავგუსტ მიშელი ერთსა და იმავე დროს რუსეთში არსებულ პარფიუმერულ ქარხანა Rallet и Brokar-ში მუშაობდნენ. მათ განათლებაც ერთად მიიღეს.