ოკუპანტებმა კრამატორსკში საცხოვრებელი სახლი დაბომბდეს - არის მსხვერპლი

02.02.23 10:29
ოკუპანტებმა კრამატორსკში საცხოვრებელი სახლი დაბომბდეს - არის მსხვერპლი

გასულ ღამით რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის ქალაქი კრამატორსკი დაბომბეს. რაკეტა საცხოვრებელ სახლს მოხვდა. ინფორმაციას დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ავრცელებს.

პაველ კირილენკოს ცნობით, დაღუპულია მინიმუმ 2 ადამიანი, კიდევ 7 დაშავდა.

კრამატორსკის დაბომბვის შედეგად მინიმუმ 2 ადამიანი ადღუპული და 7 დაშავებული. ოკუპანტებმა რაკეტა ქალაქის ცენტრში მდებარე საცოხვრებელ სახლს ესროლეს, ის სრულად დანგრეულია, - წერს კირილენკო. 

შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში მაშველები მუშაობენ და ადგილს ნანგრევებისგან წმენდენ. 

გამორიცხული არ არის ნანგრევებშ ადამიანები იყვნენ მოყოლილები. დამატებითი ინფორმაცია გაწმენდითი სამუშაოების პარალელურად გვექნება, - წერს კირილენკო.