ოპოზიციის ლიდერის წამებით სიკვდილი მიუღებელია ქვეყნისთვის, რომელსაც EU-ს წევრობა სურს - მაია სანდუ

მოლდოვას პრეზიდენტი, მაია სანდუ ამბობს, რომ სააკაშვილის ფიზიკური მდგომარეობა შემაშფოთებელია.
სანდუ ტვიტერზე პირდაპირ წერს, რომ ოპოზიციის ლიდერის წამებით სიკვდილი მიუღებელია ქვეყნისთვის, რომელსაც EU-ს წევრობა სურს.
"მიხეილ სააკაშვილის კრიტიკული ფიზიკური მდგომარეობა უკიდურესად შემაშფოთებელია. ოპოზიციის ლიდერის წამებით სიკვდილი მიუღებელია იმ ქვეყნისთვის, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს. დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს და გაიგზავნოს საზღვარგარეთ სამკურნალოდ", - წერს სანდუ.