უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები შესაძლოა, წელს დაიწყოს - ზელენსკი
უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები შესაძლოა წელს დაიწყოს. ვოლოდიმირ ზელენსკი იტყობინება, რომ პროცესები დაჩქარებულ რეჟიმში მიმდინარეობს, რადგან პუტინის აგრესიას ბოლო არ უჩანს.
დღეს კიევში უკრაინა-ევროკავშირის მორიგი სამიტი გაიმართა, საკმაოდ კონკრეტული შეთანხმებები გვაქვს ჩვენს პარტნიორებთან, თუ როგორ დაუახლოვდება უკრაინა ევროკავშირს, რაზე შევთანხმდით დღეს? არსებობს შეთანხმება, რომ წელს შეიძლება დაიწყოს მოლაპარაკებები უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე - ვოლოდიმირ ზელენსკი.
რაც შეეხება ცნობებს უკრაინიდან, ცნობილია, რომ კიევის რეგიონში 1369 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარია ნაპოვნი, საიდანაც 197 ცხედარი ამოუცნობია, 300 ადამიანი კი დაკარგულად ითვლება. როგორც კიევის პოლიცია იტყობინება, რუსების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე რეგიონში უკვე 10 000-ზე მეტი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
გენერალური შტაბის ცნობით, ოკუპანტები წინ, 4 მიმართულებით მიიწევენ, მაგრამ აქვთ დანაკარგებიც. კერძოდ, გასული დღის განმავლობაში რუსეთმა 20 საჰაერო და 3 სარაკეტო დარტყმა განახორციელა უკრაინაში..