ჩილეში მასშტაბურ ხანძრებს მინიმუმ 23 ადამიანი ემსხვერპლა - დაშავდა ათასამდე ადამიანი

ჩილეში ასობით ტყის ხანძარს მინიმუმ 23 ადამიანი ემსხვერპლა და ათასამდე დაშავდა. ხანძრის გაჩენის მიზეზი ძლიერი სიცხე გახდა. ინფორმაციას ქვეყნის შსს ავრცელებს.
ჩილეს ხელისუფლებამ სამხრეთ რეგიონში სტიქიური უბედურების რეჟიმი გაავრცელა და ხანძრებთან ბრძოლაში მეხანძრეების გარდა სამხედროებიც ჩართო.
ტემპერატურა ქვეყანაში 40 გრადუსამდე გაიზარდა, რაც ხანძრების ჩაქრობას აბრკოლებდა.