ოკუპანტებმა ხარკოვი С-300 ტიპის რაკეტებით დაბომბეს - დაშავდა 6 ადამიანი
ოკუპანტებმა გამთენიისას ხარკოვი С-300 ტიპის რაკეტებით დაბომბეს. ერთ-ერთი რაკეტა უმაღლესი სასწავლებლის ხუთსართულიან კორპუსს მოხვდა და ნგრევა გამოიწვია. დაშავებულია შენობის დარაჯი.
მეორე რაკეტა ოკუაპნტებმა საცხოვრებელ კორპუსს ესროლეს. დაშავებულია სახლის 5 მცხოვრები.
ინფორმაციას ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ავრცელებს.