დაღუპულთა რიცხვმა 300-სს გადააჭარბა - გამანადგურებელი მიწისძვრა თურქეთში

გამანადგურებელი მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში. საქართველოს მეზობელ თურქეთში ამ დროისათვის 360-მდე დაღუპულია, თურქეთის მეზობელ სირიაში კი 237-ზე მეტი. ორივე ქვეყანაში ნანგრევებში მოყოლილთა ძებნა გრძელდება. ვარაუდობენ, რომ მსხვერპლის რიცხვი გაიზრდება.
7,4 და 7,9 მაგნიტუდის მიწისძვრები გამთენიისას მოხდა. თურქეთის სეისმოლოგიური კვლევის ინსტიტუტის მონაცემებით, ეს არის სიდიდით მეორე მიწისძვრა თურქეთის ისტორიაში 1999 წლის შემდეგ, მაშინ ჩრდილოეთით დუზჯეში 7,4 მაგნიტუდის ბიძგებს 17000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
თურქეთის ხელისუფლებამ განგაშის უმაღლესი დონე გამოაცხადა და დახმარება საერთაშორისო თანამეგობრობას სთხოვა.
რთული ვითარებაა გაზიანთეფთან, სადაც მილიონობით სირიელი ლტოლვილი ცხოვრობს.
თურქეთ - სირიის საზღვარზე მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ ცუნამის საფრთხეა იტალიაში.
ძლიერი ბიძგები იგრძნობოდა საქართველოში, კვირპროსზე, ეგვიპტეში, სირიაში, ლიბანსა და ერაყში.