ზაპოროჟიეში ოკუპანტებმა ბავშვთა საავადმყოფო დაჭრილი რუსი სამხედროების ჰოსპიტლად აქციეს
ზაპოროჟიეში ოკუპანტებმა ადგილობრივი საავადმყოფოდან ბავშვები გამოყარეს და იქ დაჭრილების ჰოსპიტალი მოაწყვეს. ინფორმაციას უკრანის გენშტაბი ავრცელებს.
ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ვასილევკაში ოკუპანტებმა ადგილობრივი ბავშვთა საავადმყოფოში რუსეთის შეიარაღებული ძალების დაჭრილი სამხედროებისთვის ჰოსპიტალი მოაწყვეს. საავადმყოფო ბავშვებს აღარ იღებს, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.