ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან - თურქეთში დაღუპულთა რიცხვმა 580 გადააჭარბა, დაშავდა 3 ათასზე მეტი

06.02.23 13:29
ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან - თურქეთში დაღუპულთა რიცხვმა 580 გადააჭარბა, დაშავდა 3 ათასზე მეტი

თურქეთში მიწისძვრის ეპიცენტრში ისევ უმძიმესი მდგომარეობაა. სტიქიური უბედურების ზონაში განმეორებით ბიძგებს ყოველ წუთს ელიან. ხალხი შოკიდან ამ დრომდე ვერ გამოდის. გრძელდება სამძებრო-სამაშველო ოპერაციაც. დაღუპულთა რიცხვმა 580 გადააჭარბა, დაშავებულთა რაოდენობა კი 3 ათასს აღემატება. გადარჩენილები ოჯახის წევრების ცხედრებს ნანგრევებში ეძებენ.

მსხვერპლი დიდია სირიაშიც.  განსაკუთრებით რთული მდგომარეობა ალეპოშია.

თურქული მედია სტიქიის ზონიდან უმძიმეს კადრებს ავრცელებს. მიწისძვრის შედეგად საცხოვრებელი კორპუსები და სავაჭრო ცენტრები ჩამოინგრა. 

მიწისძვრის შედეგად  თურქეთის ქალაქებში დატრიალებულ ტრაგედიას ომში მყოფი პრეზიდენტი გამოეხმაურა.  ზელენსკი მზადაა, თურქეთს კატასტროფის შედეგების დაძლევაში დაეხმაროს.

მსგავსი სიახლეები