რუსების ახალი შეტევა შესაძლოა 15 თებერვლის შემდეგ ნებისმიერ დღეს იყოს მოსალოდნელი - გაიდაი

რუსეთის ახალი თავდასხმა ლუჰანსკის რეგიონზე მოსალოდნელია ნებისმიერ დროს, 15 თებერვლის შემდეგ - ამის შესახებ ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ, განაცხადა.
მისი ინფორმაციით, რუსი წვევამდელების ორთვიანი მომზადება უკვე დასასრულს უახლოვდება, ხოლო რუსეთს დაახლოებით 10 დღე დასჭირდება მათი უკრაინაში გადასაყვანად და ახალი შეტევისთვის რეზერვის მობილიზაციისთვის.
ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ოკუპანტები დამატებით ძალებს და რესურსებს აგროვებენ ამ მიმართულებისთვის, ჩნდება სულ უფრო მეტი სამხედრო ტექნიკა, რომლებსაც ოკუპანტები სხვადასხვა ადგილებში მალავენ.