"განვიხილავთ რუსულ აგრესიას" - აშშ-ს სახელმწიფო მდივანი უკრაინაში ჩავიდა
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, უკრაინაში ჩავიდა. ბლინკენმა Twitter-ზე დაწერა, რომ მისი ვიზიტის მიზანი უკრაინა-აშშ-ს გაძლიერებაა.
ბორბლები კიევში ეშვება, როცა ჩვენ ამერიკა-უკრაინის პარტნიორობის გაძლიერებას ვცდილობთ. ეს მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იქნება იმისთვის, რომ განვიხილოთ რუსული აგრესია და ხაზი გავუსვათ რეფორმების შენარჩუნების აუცილებლობას"- წერს ენტონი ბლინკენი.