დამანგრეველი მიწისძვრა თურქეთში - ბოლო ინფორმაცია სტიქიის ეპიცენტრიდან

06.02.23 20:16
დამანგრეველი მიწისძვრა თურქეთში - ბოლო ინფორმაცია სტიქიის ეპიცენტრიდან

თურქეთში ქალაქ ანთაქიას  ნანგრევებიდან კიდევ ერთი ქართველის ცხედარი ამოასვენეს. უკვე ოფიციალურად დადასტურებულია საქართველოს ორი მოქალაქის დაღუპვის შესახებ.

დღეს მთელი მსოფლიო თურქეთის ტრაგედიას გლოვობს. 1500-ზე მეტი გარდაცვლილი, 9 ათასამდე დაშავებული, 2 ათასზე მეტი დანგრეული შენობა და ასეულობით ადამიანი, რომლებიც ამ დრომდე ნანგრევებშია მოყოლილი. თითქმის 8 ბალიანმა მიწისძვრამ თურქეთის ქალაქები მიწასთან გაასწორა. 600-მდე გარდაცვლილია სირიაშიც. უკვე დაზუსტებულია, რომ სტიქიამ საქართველოს ერთი მოქალაქე შეიწრა. კიდევ რამდენიმეს ქალაქ გაზიანტიპში ამ დრომდე ეძებენ. ეს ინფორმაცია თურქეთში საქართველოს ელჩმა დაადასტურა.  

გამთენიისას მომხდარ მიწისძვრას დღის განმავლობაში კიდევ 40-მდე ბიძგი მოყვა.   ტრაგედიის ეპიცენტრი ერთდროულად ქვეყნის 10 ქალაქია. სამაშველო ოპერაციაში 9 ათასი მაშველია ჩართული. თუმცა 45-მა ქვეყანამ უკვე გამოთქვა სურვილი თურქეთს დახმარება აღმოუჩინონ. მათ შორის საქართველომაც. თბილისიდან უკვე დაიძრა კოლონა თურქეთის მიმართულებით. ოპერაციაში 60 ქართველი მეხანძრე - მაშველი  ჩაერთვება შესაბამისი ტექნიკით და აღჭურვილობით.  ეს 1939 წლის შემდეგ თურქეთში მომხდარი  ყველაზე მძლავრი მიწისძვრაა.

 

მსგავსი სიახლეები